თამარ ჩარკვიანი: არ შეიძლება ასე ხელაღებით, არაპროფესიონალურად მოქცევა- არსებობს საავტორო უფლებები

“არ შეიძლება ასე ხელაღებით, არაპროფესიონალურად მოქცევა – არსებობს საავტორო უფლებები”,-ამის შესახებ პუბლიცისტმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეხება. ჩარკვიანის განცხადებით, ბევრი კომპოზიტორისგან და პოეტისგან ისმის საყვედური და სამართლიანადაც. დიმპიტაური-დამპიტაური არ არის მხოლოდ პოეზია და მუსიკა.
„ისე, კარგი იქნებოდა- როცა ასეთ ცნობილ სიმღერას მღერი ან ავტორი დაასახელო ლექსის ან კომპოზიტორი ან პირველი შემსრულებელი ან – ან – ეს სტატუსი მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეხება. არ შეიძლება ასე ხელაღებით, არა პროფესიონალურად მოქცევა – არსებობს საავტორო უფლებები – ლექსის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი, კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, პირველი შემსრულებელი გახლდათ მედიკო ძიძიგური… არ შეიძლება ასე, ელემენტარული ეთიკის “ამბავია” , აღარაფერს ვამბობ საავტორო უფლებაზე. საერთოდ, უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, ბევრი კომპოზიტორისგან და პოეტისგან მსმენია საყვედური და სამართლიანადაც. დიმპიტაური-დამპიტაური არ არის მხოლოდ პოეზია და მუსიკა“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.


კომენტარები

სხვა სიახლეები