თაკო გაჩეჩილაძე მორიგ სკანდალში გაეხვა: “ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი”

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობიდან სცენაზე დგას. ნიჭიერი მომღერალი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 9 ივნისს “ერთი ერთშის” მორიგი ლაივ-შოუ გაიმართა, სადაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ჟიურისა და მაყურებლის აღფრთოვანება სწორედ თაკო გაჩეჩილაძემ გამოიწვია. მან ცნობილი ფილმიდან “მეხუთე ელემენტი” Diva Plavalaguna-ს როლი მოირგო და სიმღერა Il Dolce Suono შეასრულა. მის შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელდა ხმები, რომ მომღერალმა ფონოგრამით იმღერა. ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თაკოს ნამღერში ხარვეზიც კი ვერ აღმოაჩინეს. “თაკო გაჩეჩილაძე არის იმ რანგის მომღერალი, რომლის ცოცხალი შესრულება არ განსხვავდება პლიუსფონოგრამისგან”-ამტკიცებს ანრი ჯოხაძე.
გავრცელებული ჭორების შესახებ მომღერალიც აკეთებს კომენტარს, რომელიც გულდაწყვეტილი ჩანს. “თუ გინდათ აკაპელაში გიმღერებთ ხალხო, რომ დაწყნარდეთ და დარწმუნდეთ, რომ ცოცხლად შევასრულე. ამ ნომერში იმდენი შრომა და ენერგია ჩავდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის ნიჭთან ერთად ეს ყველაფერი შესაძლებელია. და იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეთ, რომ საქართველოში, ქართველი, თქვენიანი, არის ადამიანი, რომელიც ასე გასახელებთ, ეძებთ ფონოფრამა იყო თუ არა. სირცხვილია და ძალიან საწყენი! ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი და სწორედ მაგიტომ არაფერი გვეშველება ჩვენ.
პ.ს. ისე ძალიან სასიხარულოა, ისე მოგეწონათ, რომ ვერ ჯერებთ!”-წერს თაკო სოციალურ ქსელში.
მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები თაკოს გამძლეობისა და მოთმინებისაკენ მოუწოდებენ. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი..

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები