“თავისუფლება ვაჟა- ექიმს”: “სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ ვიდეორგოლს ავრცელებს (ვიდეო)

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოში “სუხიშვილები” უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად მათ წერილობითი მიმართვაც გაავრცელეს, სადაც კოლეგებს პროტესტის გავრცელებასა და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები