ზურა ხაჩიძე: სააკაშვილი ჩემმა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში

მომღერალი, ზურა ხაჩიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ის “ფეისბუქზე” წერს, სააკაშვილი დღეს დილით მისმა მეგობარმა უკრაინაში ნახა.

“მე ვფიქრობ, ყველაფრის უნარი დაკარგა ამ საზოგადოების ნაწილმა!

1. მიშა აქ არის და გეტყვით – ის უკრაინაში რომ დააკავეს, 24 სთ-იც არ დასჭირდა,  შეწყალებისთვის მიემართა პეტრე პოროშენკოსთვის.

2. კაცი, რომელიც იბრძვის, როგორც ამბობს, ქვეყნის გადარჩენისთვის და ა.შ – ის ჩვეულებრივი რეისით ჩამოფრინდებოდა, მაგრამ ხომ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.

3. ჩემა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში. ჭიტა
p.s. პირწმინდად მოიგებს პარტია “ქართული ოცნება” და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება!  41″, – წერს ხაჩიძე სოცქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები