ზურაბ ჯაფარიძე: არსოშვილმა რუსთაველზე მისვლაზე რომ უარი ვთქვი, მომწერა სირი ხარო

მოძრაობა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა+” უცვლელად გთავაზობთ:
“არსოშვილი გახსოვთ? ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი თბილისის ვიცე-მერი, ყოფილი ერ. გვარდიის სარდალი და ყოფილი დეპუტატი?
რუსთაველზე რომ ღამის მასკარადი იყო ორი დღის წინ, მისვლაზე რომ უარი ვთქვი, საჯაროდ მომწერა სირი ხარო.

სქრინი დავამტე აქაურ კოლექციას.

ამის შემდეგ ჯერ თვითონ მლანძღა და ლანძღა რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი, მერე დამბლოკა და ვიღაც მეგობარი-ბოტი გამოუშვა (შეიძლება თვითონაც იყოს), რომელიც გულმოდგინედ ადგენს ამ ადამიანებისა (მათ შორის ერთი ჩემი მეგობრის) და მათი ოჯახის წევრების ადგილმდებარეობას, თან სათითაოდ ემუქრება ეს ადამიანები მართავდნენ ქვეყანას,
ამათ ხელში იყო უკონტროლო ძალაუფლება და ესენი ელოდებიან რევანშს!

გამოექანეთ მთაწმინდიდან!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ჩათვალეთ რომ მოგმართავთ. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება, ამ ხალხმა რომ ვინმეს მართლა რამე დამართოს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე წამსვლელები არ არიან. თუ საჭიროა, ოფიციალური განცხადებით მოვალ, გამოვძებნი მაგისთვის დროს”, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები