ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: დემეტრეს ჩემს თვალს დავუთმობ!

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია აქციაზე დაზარალებული მამაკაცის, დემეტრე ნაყოფიას დონორი იქნება, რომელმაც თვალი დაკარგა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„დემეტრე ნაყოფია არის ჩემი სამეგობრო და საძმაკაცო, ის გულანთებული ახალგაზრდა ზუგდიდელია, მეგრელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ მას თვალის პრობლემა ექნება, ჩემს თვალს დაუთმობ! მე ვიქნები მისი დონორი.
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კი არა, ძალის გამოყენებით სახელმწიფოზე თავდასხმა იყო”, – წერს ფაცაცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები