ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელის ყველაზე კარგი დღე – 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
​გადახედეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას, ზოგიერთთან უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება. პროფესიონალურ წარმატებას მაშინ მიაღწევთ, როცა გააუმჯობესებთ ურთიერთობას ბიზნესპარტნიორებსა და კლიენტებთან.
კურო
გადაიხადეთ გადასახადები, ინსტრუმენტების, რემონტის სამედიცინო ხარჯი. თუ სამსახურის საქმეებს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის კოლეგებს მიმართეთ.

ტყუპი
ენერგიული ხართ. დაგროვილი საქმეების მოგვარების დღეა. დღეს მოხერხებული სამოსიც უნდა ჩაიცვათ და ფეხსაცმელიც. თავისუფალი დრო სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმეთ.

კირჩხიბი
ფიზიკური და ინტელექტუალური აქტიურობის დღეა. სარემონტო საქმეების მოგვარების, ავეჯის გადაადგილების, გადასასვლელად, გასამგზავრებლად გამზადების დღეა, თუ აპირებთ, რა თქმა უნდა.

ლომი
თქვენი დღევანდელი მიზანია: არ შეამციროთ ტემპი, გააუმჯობესოთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან და მეტი ყურადღება მიაქციოთ ინფორმაციებს. შეეხმიანეთ თანამოაზრეებს, ინტერესთა გუნდის წევრებს.

ქალწული
მიზნის მისაღწევად ენერგია და შეუპოვრობა გჭირდებათ. არ მისცეთ გარშემომყოფებს საშუალება, რომ ეჭვი შეეპაროთ თქვენს კეთილსინდისიერებაში, პროფესიონალიზმში. ზოგიერთი მატერიალურ ჯილდოს მიიღებს.

სასწორი
საქმიანი და სპორტული მიღწევების დღეა. შეიძლება, დაასრულოთ ადრე დაწყებული
პროექტი. დატვირთული დღე ელით მომსახურების, მარკეტინგის, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

მორიელი
დღეს საქმიანი ურთიერთობები პირადზე წინ უნდა დააყენოთ. მოთოკეთ ემოციები და ცივი გონებით იმუშავეთ. კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად, რთულ კლიენტებთან მუშაობისთვის. პარტნიორებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

მშვილდოსანი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან. არავის ენდოთ, სანამ არ გამოცდით მუშაობაში, მეგობრობაში.

თხის რქა
კარგი დღე ელით მიზანსწრაფულ, სამსახურის მაძიებელ ნიშნებს. მეტი დრო დაუთმეთ ტექნიკური საკითხების მოგვარებას, ავტომობილის გამართვას.

მერწყული
დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით. კარგს იზამთ, თუ ივარჯიშებთ. ზოგიერთს სამართლიანობისთვის მოუწევს ბრძოლა. იყავით მეტად გახსნილი ურთიერთობაში. კარგი დღეა ტრენინგებსა და გასავითარებელ კურსებზე დასასწრებად.

თევზები
კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების მოსაწესრიგებლად. აგრეთვე, უსაფრთხოების ზომების მისაღებად (სიგნალიზაციის, განათების დაყენება). კარგ შედეგს მოგიტანთ საოჯახო ბიზნესი.

კომენტარები

სხვა სიახლეები