ზელენსკის ცნობილი ქურთუკი აუქციონზე 90 ათას ფუნტად გაიყიდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ხაკისფერი ქურთუკი ლონდონის აუქციონზე 90 000 ფუნტად გაიყიდა.
აუქციონი, რამდენიმე დღის წინ ლონდონში უკრაინის საელჩოში გაიმართა, შემოსული თანხა უკრაინაში ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდება.
ზელენსკიმ აუქციონის შემდეგ ვიდეო ჩართვისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრს ბორის ჯონსს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები