ზედმეტი სექსი ხომ არ გაქვთ სამშაბათამდე?! – სახალისო კომენტარები “სამშაბათის სექსის” თემაზე

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე და “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პარტიული სხდომიდან ერთ-ერთ ჩანაწერს იხსენებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, თათბირის დროს წამოჭრილა საკითხი, რომ დიდმარხვის დროს, საჭიროა მარხვა სექსთან მიმართებაშიც. მსჯელობის შედეგად კი, დაუდგენიათ, რომ სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს.
“მოისმინეს, რომ დიდმარხვის დროს საჭიროა მარხვა სექსთან მიმართებაშიც.
აზრი გამოითქვა, რომ სექსის შეკავება საზიანოა მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის და სასურველია მისი დაშვება.
მოისმინეს ინფორმაცია, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ შაბათს ადამიანი ფაქტობრივად ქრისტესთან ერთად კვდება და კვირას განახლდება, ასე რომ ესეც მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ ხუთშაბათი ფეხების განბანვაა და მასთან დაკავშირებული თავმდაბლობაა და შესაბამისად მძიმე მარხვაა და ამიტომ ვერ დაიშვება.
რჩება სამშაბათი.

დაადგინეს: დიდმარხვის პერიოდში სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს”,- წერს “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში.

ნატო ჩხეიძის აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკითხთან დაკავშირებით “კვირა+” “ფეისბუქ” მომხმარებლების სახალისო და საინტერესო ვარიანტებს გთავაზობთ:

“ვაახ, ახლა ვნახე “პატრიოტთა ალიანსი” სამშაბათს აწესებს დასაშვები სექსის დღედო… არ ვიცოდი…
არა და გუშინ იყო სამშაბათი, თან მეცალა ”

“ანუ ახლა რა გამოდის?- მამაკაცმა რომ გკითხოს: სამშაბათს რას აკეთებო?- მამა-პაპურად უნდა შმუთოო სიფათში?!;))
– დილა მშვიდობისა, ნაროდ!:)

“გამოდის ყოველ სამშაბათს ნატა ფერაძის საერთაშორისო დღე ყოფილა”

“პატრიოტთა ალიანსმა” სექსის დღედ სამშაბათი დაადგინა. დანარჩენ დღეებში კი შიმშილობა იქნა გამოცხადებული.
ვავა თქვან ცოდა და თქვა გიჯინენან თინეფიშ ცოდა ხოლო”

“მოიცა და მონიტორინგის სამსახური შეიქმნება? აიტ, ხო დაგიჭირე შე ვირიშვილოო, შუა ორგაზმისას რო დაგადგება თავზე ვიღაც, დემოგრაფიაზე მაინც იფიქრეთ”

“ხუთშაბათს როგორ არ შეიძლება, ხსნილია ხუთშაბათი”

“საინტერესოა, კლასიკურ სექსზეა საუბარი თუ სხვაგვარზე?”

“მასტურბაციაზე რა ხდება?”

“ზედმეტი სექსი ხომ არ გაქვთ სამშაბათამდე?!”

“თქვენ იყავით ახალგაზრდები კაათ და მე, აწი, ისედაც სამშაბათობით მიწევს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები