ზაზა წერეთელი: უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს, თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და კორონავირუსის ახალ – „ომიკრონ“ შტამზე საუბრობს.
მისი თქმით, 2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უნდა ვუსმინოთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს.
„ახალი შტამი „ომიკრონი” და შემდეგი ორი კვირა.. რას ვაკეთებთ თუკი ვხვდებით, რომ „დიქტატორი მე“ და მისი პარტია არ არის მთავარი ამ სიტუაციაში.
1) თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი
2) თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, აუცილებლად გაიკეთე (ალბათ საქართველოც შეამცირებს 6-თვიან ინტერვალს)
3) დახურულ შენობებში აუცილებლად პირბადე
4)რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები
5) შეგიძლია იმუშაო სახლიდან? ნუ წახვალ ოფისში. კარგი მენეჯერები დატოვებენ თავიანთ ხელქვეითებს სახლში
6) მოერიდეთ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრებს, ქეიფებს თუ სხვა ღონისძიებებს
7) მოემზადეთ გონებრივად, რომ უნდა იმოქმედოთ უფრო ფრთხილად, თუ Omicron აღმოჩნდა უფრო ინფექციური, უნარით რომ აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ან ორივე ერთად.
2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს“, – წერს ზაზა წერეთელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები