ზაზა შენგელია: ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მთელი პლანეტიდან, რომელიც ამ უაღრესად ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეპროექტის ფინალურ ეტაპზე გავიდა

“ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში შემდეგში რომ გავიდეს, ამერიკელების კეთილგანწყობის მომხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება.” – წერს “ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

” ამიტომ გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოხატეთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ბოლოსდაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს – ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში და განვითარებაში დაეხმარა

ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხრივ ვერაფერს გამოვასწორებთ…ამის გადაწონვა მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება მოხდეს…მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მთელი პლანეტიდან, რომელიც ამ უაღრესად ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეპროექტის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ამერიკელებს უჭირთ გაითავისონ, რომ ეს კანონიერია და რომ American Idol-ში ამერიკელების გარდა, სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც შეიძლება მონაწილეობდნენ.

მათ მიაჩნიათ და სჯერათ, რომ ეს კონკურსი მხოლოდ Native ამერიკელების კონკურსია ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე. რა მაგარი ხალხია, როგორი პატრიოტები და შეყვარებულები თავიანთ სამშობლოზე და რამხელა სამუშაო გასწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლობა მათ და ნამდვილად ქედს ვიხრი მათ წინაშეVaja Kachkachuri გეყურება ?მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მოინდომონ, ვიცი რომ ისინი ძალიან უთანასწორო კონკურენციაში შევლენ მრავალმილიონიან ამერიკულ მისახლეობასთან და მათ ამერიკელ რჩეულებთან, მაგრამ სხვა გზა არ არის. ასე რომ Good luck” – წერს ზაზა შენგელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები