ზაზა ფაჩულია: ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში

ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში კალათბურთელი ზაზა ფაჩულია წერს. “ძალიან დიდი მადლობა ყველას, განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. „ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია”, – წერს ფაჩულია. ზაზა ფაჩულიას “ოლ სტარში” სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა. მას მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა – 768,112 ხმით ფაჩულია მეოთხე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები