ვის უძღვნის გუკა რჩეულიშვილი ციხეში ლექსებს – “სულ გვერდში მიგულე, ჩემო ერთადერთო გენერალო!”

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე ლექს აქვეყნებს. როგორც გუკა წერს, ლექსს დედას უძღვნის.
პირველ ლექსს გუკა რჩეულიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს:
“მე პოეტი არ ვარ,რაღაცას ვწვალობ ეს ლექსი დედაჩემს დავუწერე

ფოლადის სივრცეში
მე მომიწია კალამით ჯდომა
ასოთა წყობით
ვცდილობ აღგითქვა შენ თანადგომა
უსამართლობის კარნავალია
თურმე ცხოვრება
სიკეთის არსი გათელეს
უსახურმა გნომებმა
მახსოვს ოფლით ნაშენები
მერცხლების ბუდე
ზევიდან დახედე და გადაუგდე
ამ ვერცხლის ქურდებს
შენ ზუთად იცი
მთელი სიმძაფრე შენებაშია
უსაზღვრო ვნება
პატარა ქალის ბუნებაშია
დე მე არ მინდა სიბნელით
შენ რომ დაიღალო
სულ გვერდში მიგულე
ჩემო ერთადერთო გენერალო!”,- წერს გუკა რჩეულიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები