ვისთან ღალატობდა ჯონი დეპს ყოფილი ცოლი

ახლახან ცნობილმა მსახიობმა ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს სასამართლოში უჩივლა. სარჩელის თანახმად მან დეპს 50 მილიონი დოლარი ცილისწამების გამო უნდა გადაუხადოს. ამასთან, დეპმა ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დეტალების გასაჯაროება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
55 წლის ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ერთმანეთი ფილმის „რომის დღიურების“ გადაღებაზე გაიცნეს და 2015 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. დეპის თქმით, ქორწილიდან ერთ თვეში მის ცოლსა და ილონ მასკს შორის რომანი დაიწყო. საყვარლები იმით სარგებლობდნენ, რომ მსახიობი სახლში ხშირად არ იმყოფებოდა, რა დროსაც მასკი არ თაკილობდა საღამოობით ემბერის მონახულებას.
დეპი და ჰერდი დიდი სკანდალი შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს 2016 წლის მაისში, 32 წლის მსახიობმა ქალმა დეპის ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი. მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა, მალევე წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. მათ ოჯახური ცხოვრების დეტალების საიდუმლოდ დატოვების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუმცა, ებმერმა დაარღვია ეს შეთანხმება საზოგადოებრივი აზრის თავის მხარეზე გადაბირების მიზნით. მისი წარმომადგენელი ამჟამად აცხადებს, რომ მისტერ დეპი ცდილობს გააჩუმოს ჰერდი, რადგან არ შეუძლია საკუთარი აგრესიული ნატურა აღიაროს.
დეპმა კი თავის სარჩელში განმარტა, რომ მისთვის იმის დაბრალება, რომ ცოლს სცემდა, აბსოლუტური სიცრუეა და ჰერდმა ეს იმიტომ თქვა, რომ ყურადღება მიეპყრო.

კომენტარები

სხვა სიახლეები