ვინ იყო კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის გოგო – “წარმოუდგენლად რთულია იმის გააზრება, რომ აღარ ხარ”

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის გოგონას შესახებ მისი სკოლა “ქორალი” სტატუსს აქვეყნებს და ფოტოსაც ავრცელებს:

“ქეთი, ჩვენო ცისფერთვალა და ღიმილიანო გოგო, კეთილშობილო და ჭკვიანო, წარმოუდგენლად რთულია იმის გააზრება, რომ აღარ ხარ, ვეღარ გავიგონებთ შენს მხიარულ ხმას, აღარ შემოგვანათებს შენი ციმციმა თვალები.
ყოველთვის გვემახსოვრები და მუდამ ჩვენს გულებში დარჩები. სიტყვები უძლურია ჩვენი ტკივილის გადმოსაცემად.
სკოლა ,,ქორალი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ოჯახს”, – ნათქვამია სტატუსში.

კომენტარები

სხვა სიახლეები