ვინ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ალაზანში დაიხრჩო (ფოტო)

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ცხედარიც მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს, 20 წლის დავით ფრიდონაშვილია.

გარდაცვლილის ოჯახი წლებია თბილისშ ცხოვრობს. ფრიდონაშვილი, სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა.

არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

დავით ფრიდონაშვილს შესაბამისი სამსახურები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. რამდენიმე საათის წინ, ის, გარდაცვლილი, მდინარე ალაზანში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები