“ვეძებ დახმარების გზებს” – ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძარზე

ავსტრალიაში ყველაზე მასშტაბური და ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რაც კი ისტორიას ახსოვს. აღნიშნულს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ეხმაურება.

“ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიისკენ არის მიმართული, ამჟამად ვეძებ დახმარების გზებს, თუ როგორ ჩავერთო პროცესში. იქამდე კი მოდით გავზარდოთ ცნობიერება, გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს სთორიში.

ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძრების მიერ დამწვარი ტერიტორია. კლიმატის ცვლილება რეალურია”, — წერს ბერა ივანიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები