ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ხნის მანძილზე ეთერში ვიქნებოდით – “ჩემი ცოლის დაქალები” 7 წლის გახდა

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” 7წლის გახდა. ამის შესახებ მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე (კატო) სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს “ჩცდ” იუბილარია, ზუსტად 7 წლის წინ, 2011 წლის 26 ნოემბერს “ჩემი ცოლის დაქალები” პირველად გავიდა რუსთავი-2 ის ეთერში! ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა(მათ შორის ვერც მე), რომ ამ ხნის მანძილზე ეთერში ვიქნებოდით და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მაყურებელი შემოგვიერთდებოდა… ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სერიალი უყვარს და კვირიდან კვირამდე ელოდება, განსაკუთრებით კი ვულოცავ სერიალის შემქმნელებს, სტაფს და ყველა ჩემს პარტნიორს! ჩვენ ვცოცხლობთ”! – წერს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები