ვალერი სიჭინავას საზოგადოების დახმარება სჭირდება – მას სახლში 2 მცირეწლოვანი შვილი ელოდება

ვალერი სიჭინავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. როგორც მისი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად, ისინი სტამბულში იმყოფებიან.

„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ვიცი, ელოდებით პოსტს ვალერის მდგომარეობის შესახებ. უფლის შეწევნითა და თქვენი დახმარებით ვიმყოფებით სტამბულში. გაუკეთდა პირველი ქიმიოთერაპია, პირველი ქიმიოთერაპიის დროს დასჭირდა ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაცია. ორკვირიანი შუალედით უნდა გაკეთდეს 4 ან 6 ქიმიოთერაპია, რის შემდეგ ჩაუტარდება გამოკვლევები და თუ ქიმიოთერაპიების შედეგად სიმსივნე დაპატარავდა, გაუკეთებენ ოპერაციას. თუ არ დაპატარავდა, გაუგრძელებენ ქიმიოთერაპიას. ყოველი ქიმიოთერაპია 1500 დოლარი ჯდება. ოპერაცია – 16 000 დოლარი გამოკვლევების ჩათვლით. ჯანდაცვა დაგვპირდა 10 000 დოლარს, მაგრამ გვიფინანსებს 5800 დოლარს. თბილისის მერია – 7200 დოლარს. ეს 13 000 დოლარი ირიცხება მხოლოდ ოპერაციისთვის. დანარჩენი 3000 დოლარი და ქიმიოთერაპიის თანხა მოსაძიებელი გვაქვს.

თქვენი შემოწირული თანხით, პირველი საჭირო გამოკვლევები და სტაციონარში ყოფნა გავიარეთ.
კიდევ და კიდევ გთხოვთ, ამ მძიმე კრიზისულ პერიოდში თქვენი კეთილი გულისა და შემოწირულობის იმედად ვართ არ გაგვწიროთ.
სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვი ელოდება მამას.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ვალერიანი.
ასევე გთხოვთ,დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებით. დიდი მადლობა ყველას. უფალმა დაგლოცოთ“, – წერს ვალერის მეუღლე.
აქვე, ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

GE61BG0000000366152208 (საქართველოს ბანკი) მიმღები ნინო გულუა

GE24TB7969745061100078 (თიბისი ბანკი) მიმღები მეუღლე ნინო გულუა

პირადი ნომერი 39001017305 ნინო გულუა.

GE24TB7969745061100078 (ევროს ანგარიში თიბისი ბანკი) მიმღები ნინო გულუა

(დოლარის ანგარიში თიბისი ბანკი) GE69TB0000000251140006 მიმღები ნინო გულუა

კომენტარები

სხვა სიახლეები