ექიმებმა ბავშვის დაბადების თარიღის გამოთვლა შეძლეს

სტენდფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ბავშვის დაბადების თარიღის გამოთვლის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე განსაკუთრებულ სიგნალს აგზავნის, რომელიც გენებში ილექება.

მეცნიერებმა 31 ორსული ქალი გამოიკვლიეს, მათ დე-ენ-ემ-ის და რიბონუკლეიდური მჟავების (რნმ) ანალიზი აუღეს. მომავალი ორსულები ბიომასალას ორსულობის ყოველ კვირაზე აბარებდნენ. შედეგად დადგინდა, რომ ნაყოფის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა გენების დონეების ნაკრებიც. ამან კი მეცნიერებს საშუალება მისცა გაეგოთ მშობიარობის დაწყების თარიღი 45%-იანი სიზუსტით.

შემდეგ მედიკოსებმა 38 ქალი გამოიკვლიეს, რომლებიც ნაადრევი მშობიარობის რისკის გამო მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. შვიდი გენის საფუძველზე გაირკვა მათი მშობიარობის თარიღი 75-80%-იანი სიზუსტით დაემთხვა.
მეცნიერების აზრით, ქალის ორგანიზმი აგზავნის სიგნალს, რომ მალე დაიწყება მშობიარობა და ეს გენების სტრუქტურაზე აისახება.

კომენტარები

სხვა სიახლეები