ეს ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

ცხოვრებაში მეორე ნახევრის სწორად შერჩევის საკითხი, ძალიან ბევრი ადამიანის დღის წესრიგში დგას აქტიურად, თუმცა მათგან ერთეულები ახერხებენ ზუსტად იმ პიროვნებას დაუკავშირონ ცხოვრება, ვინც რეალურად გააბედნიერებთ…
მოდით, ამჯერად “ზოდიაქოს ქმრების” დახასიათებას გადავხედოთ, ქალისთვის ხომ გაცილებით უფრო რთულია ცხოვრების მეგზურის პოვნა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით მათ გაცილებით უფრო მეტი მონოგამიურობა ახასიათებთ.


როგორი ქმარია ვერძი?

ფიცხი, ამაყი და ფათერაკების მაძიებელია. მისი სახით იძენთ ქმარს და ძნელადაღსაზრდელ შვილსაც ერთდროულად.

მინუსები – ინფანტილური, საშინლად იმპულსური და ფეთქებადია. ჯერ აკეთებს მერე ფიქრობს, ან სულ არ ფიქრობს ისე აკეთებს. ვერ იტანს შენიშვნებს და ჭკუის სწავლებას.

პლუსები – გულუხვი, კეთილი და მეგობრულია. წყენას არასოდეს იმახსოვრებს. ფულს სწრაფად შოულობს (თუმცა ასევე სწრაფად ხარჯავს).

როგორი ქმარია კურო?

სიმყუდროვის, გემრიელი საჭმელ-სასმელისა და ტელევიზორის პულტის მოყვარულია. სამაგიეროდ, კარგად გამოიმუშავებს ფინანსურად.

მინუსები – საშინლად ჯიუტი, კონსერვატორული აზროვნების მქონე და ზანტია. არ უყვარს ხშირი გადაადგილება და სტუმრად სიარული, მით უმეტეს ისეთ სახლში, სადაც მოუხერხებელი სავარძლებია.

პლიუსები – სტაბილური, მზრუნველი და მყარი ფსიქიკის მქონე მამრია. იშვიათად ღალატობს ცოლს და ოჯახს.


როგორი ქმარია ტყუპი?

ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი ადამიანია. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, ასეთივე სისწრაფით იცვლის მათ.

მინუსები – ბევრი ლაპარაკი უყვარს, იშვიათად ასრულებს დანაპირებს, აქვს ჩვევა გამუდმებით დააგვიანოს.

პლუსები – მხიარული, მრავალმხრივად ერუდირებული და ახალგაზრდული შემართებით სავსეა ცხოვრების ბოლომდე. მასთან მოწყენა შეუძლებელია.

როგორი ქმარია კირჩხიბი?

ზე-მზრუნველი, მეოჯახე და მოსიყვარულეა. დაბადებიდანვე მოწოდებულია, რომ ჰქონდეს ოჯახი, ჰყავდეს შვილები და იზრუნოს მათზე.

მინუსები – ოჯახში ქალიც ის არის და კაციც. ხშირად ცოლის ფუნქციებშიც დაუკითხავად ერევა. უყვარს წუწუნი და თავის შეცოდება. პერიოდულად საშინლად ძუნწი და დეპრესიულია.

პლუსები – მზუნველი, მოსიყვარულე და ერთული ქმარია. შვილებს დედაზე უკეთ უვლის. თუმცა, საკუთარი მზრუნველობით ზოგჯერ შეუძლია “დაახრჩოს” ისინი.

როგორი ქმარია ლომი?

ქმარი არ არის, საკუთარ ოჯახში მეფე და იმპერატორია.

მინუსები – ეგოისტი, უზომოდ თავმოყვარე და ამბიციურია. მიაჩნია, რომ ოჯახი მასზე დაქვემდებარებული პატარა სამეფოა, ამიტომ მის ბრძანებას ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ეჭვიანი და მესაკუთრეა. არასოდეს გაპატიებთ მთელი საათით დაგვიანებას, როცა თქვენ მხოლოდ საათით და ორმოცდათხუთმეტი წუთით წახვედით მეზობელთან ჩაის დასალევად.

პლუსები – დიდსულოვანი, გულუხვი და კეთილია. არ ახასიათებს მეწვრილმანეობა, არასოდე ითვლის რაში ხარჯავთ მის მოცემულ ფულს. ყოველთვის აქვს თუ შესაძლებლობა არა, სურვილი მაინც იმისა რომ ძვირად ღირებული საჩუქრებით გაგანებივროთ.

როგორი ქმარი ქალწული?

ქმარი–მენეჯერი. მასზე უკეთ ვერავინ დაითვლის რამდენ ცალ ხელსახოცს მოიხმართ საუზმისას და რამდენი კილოვატი ელექტრო ენერგია მიგდით ტოსტერის ყოველ გამოყენებაზე.

მინუსები – ხელმომჭირნე, მეწვრილმანე და გამაღიზიანებლად პედანტია. ფერის, ხარისხისა და ლეიბლის მიხედვით აქვს დალაგებული სამოსი საკუთარ გარდერობში. იმავეს მოსთხოვს ცოლს. შეუძლია დაურეცხავი ჭურჭლის გამო განქორწინებაზე შეიტანოს განაცხადი სასამართლოში.

პლუსები – ყოველთვის შოულობს ფულს. თუმცა მისი ხარჯვა დიდად არ ეხალისება. დაკვირვებული, მზრუნველი და წინდახედულია. მასზე უკეთეს მომვლელს ვერსად ნახავთ ავადმყოფობისას.

როგორი ქმარია სასწორი?

ქმარი კი არა “ქრონიკული შეყვარებულია”. ეტრფის არა ცოლს, არამედ თავად სიყვარულს

მინუსები – ზედმეტად მერყევი, რბილი და დამყოლია. ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. იშვიათად შეუძლია პრინციპული გადაწყვეტილების მიღება.

პლუსები – მოსიყვარულე, ბუნებით შემოქმედი და თბილია. იშვიათად უწევს ხმას და ჭირივით ეჯავრება კონფლიქტები. აქვს კარგი გემოვნება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ საშოპინგოდ გაიყოლოთ.

როგორი ქმარია მორიელი?

“დიქტატორი”. მისთვის მთავარია ძალაუფლება და მართვა. ამიტომ ოჯახის წევრებზეც შესანიშნავად “ტესტავს” საკუთარ, დიქტატორულ მონაცემებს.

მინუსები – საშინლად ეჭვიანი, მესაკუთრე და პირქუშია. იშვიათად იღიმება. მით უმეტეს არასოდეს უღიმის ცოლის დაქალებს. უფრო მეტიც, ვერ იტანს მათ და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიშორებს თავიდან.

პლუსები – საიმედო, ფრთხილი და წინდახედული პარტნიორია. ყოველთვის იცავს საკუთარ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს თუნდაც სიცოცხლის ფასად.

როგორი ქმარია მშვილდოსანი?

თავისებური ტიპის “სანტა კლაუსია”. სტუმრად მოდის ხოლმე პერიოდულად საკუთარ სახლში, ფართო ღიმილით და საჩუქრებით.

მინუსები – არაპროგნოზირებადი, თავგადასავლების მოყვარული და ინფანტილური ტიპია. ოჯახს ყოველთვის მეგობრები ურჩევნია. არ მოსწონს ტიპური ქმრის და მამის როლი. ვერ იტანს პასუხისმგებლობებს.

პლუსები – ოპტიმისტი, უზომოდ ხელგაშლილი და კომუნიკაბელურია. სიამოვნებით დაგრთავთ ნებას სახლში მოიწვიოთ მთელი თქვენი სამეგობრო და სულაც ღამისთევით დაიტოვოთ ისინი. იცის მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობა.

როგორი ქმარია თხის რქა?

იდეალური ან იდეალურთან მიახლოვებული. მთავარია მისი ჯიჯღინა ხასიათი ატანოთ.

მინუსები – ემოციურად ცივი და მოზომილია. იშვიათად ან არასოდეს ამბობს სიტყვას “მიყვარხარ” ცოლის მისამართით. პერიოდულად უყვარს ნოტაციების კითხვა და ჭკუის სწავლება.

პლუსები – სტაბილური, მზრუნველი და უზომოდ ერთგული მეორე ნახევარია. ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა, ამიტომ ცხოვრებაში რასაც აკეთებს მხოლოდ მისთვის.

როგორი ქმარია მერწყული?

უფრო მეგობარია, ვიდრე ქმარი. მოსწონს არაოფიციალური ურთიერთობები.

მინუსები – არაპროგნოზირებადი, ზედმეტად ექსტრაორდინალური და ცვალებადია. იშვიათად იძლევა დაპირებებს. არ მოსწონს პასუხისმგებლობები.
ნაკლებად აინტერესებს რას იტყვის ხალხი. შესაბამისად იშვიათად უწევს აზრს საზოგადოებრივ შეხედულებებს.

პლუსები – მეგობრული, კომუნიკაბელური და ლოიალური ქმარია. იშვიათად მართავს ეჭვიანობის სცენებს და ყოველთვის ცდილობს მეუღლისთვის საუკეთესო თანამოაზრე იყოს. აზროვნებს კოსმოპოლიტურად, ამიტომ დაშორების შემთხვევაშიც ინარჩუნებს ყოფილთან მეგობრულ დამოკიდებულებას.

როგორი ქმარია თევზები?

მისი სახით პირადი ფსიქოლოგი გეყოლებათ, მაგრამ პასუხისმგებლობებს ნუ მოსთხოვთ ოჯახის წინაშე. მოგიწევთ თქვენ იყოთ ქალიც და კაციც სახლში.

მინუსები – ზედმეტად ხათრიანი, მეოცნებე და რბილია. იშვიათად ეხერხება პრინციპულობის გამოჩენა. ურჩევნია დინებას მიჰყვეს და ჭიქა ლუდთან ერთად იოცნებოს საღამოობით უკეთეს მომავალზე.

პლუსები – მოსიყვარულე, თანამგრძნობი და თბილია. არ უჭირს პატიება. იშვიათად ახასიათებს სიმკაცრე ბავშვების მიმართ. მათთვის იდეალური მამაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები