“ეს ქვეყნის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს” – რატომ აჩუქა თორნიკე რიჟვაძემე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა

ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს რუკა აჩუქა. როგორც რიჟვაძემ განმარტა, რუკა მათ 3 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის საპასუხოდ გადასცა, როდესაც რუსეთის წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე მსოფლიო რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი.
“ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ქვეყნის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამიტომ დელეგაციის წევრებს საქართველოს რუკას გადავცემთ, რათა მომავალში ასეთი უხერხულობა აღარ შეიქმნას”, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები