„ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც პირველ იანვარს ახალგაზრდას აქ სძინავს და ალბათ, საჭმელს ეძებს!“

პოეტი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში პირველ იანვარს, საქართველოში, ნაგვის ურნასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში ემოციურ ტექსტს წერს.
ფოტოზე ნაგვის ურნაში მჯდომი მამაკაცია ასახული.
„ეს საქართველოა! ჩემი საქართველო! ეს ქვეყანაა, სადაც საღამოს რესტორანში ვერ იპოვი ადგილს!
ეს საქართველოა, სადაც თანამდებობის პირების პრემიებზე მილიონები იხარჯება! ეს საქართველოა, ის საქართველო, სადაც საპატრიარქოში მილიარდები ტრიალებს! სადაც მღვდელს ტრ…ს უსიებს პრადოზე ნაკლები ,,სიდენია”!
ეს საქართველოა, ქვეყანა სადაც 1-ელ იანვარს ახალგაზრდა კაცს აი, აქ სძინავს და ალბათ, საჭმელს ეძებს!
ეს საქართველოა, ჩემი საქართველო, სადაც ყველა სუფრაზე გაბრწყინებულ საქართველოს ლოცავენ, სადაც ყველაფერი გაძვირდა!
ეს საქართველოა, ჩემი საქართველო, რომელზეც ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება..
პ.ს. აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია… რომელიმე საუკუნის მომავალი მაინც“, – წერს ნიკო მიქაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები