ეროტიკული კლიპის მონაწილე მამაკაცის მიმართვა საზოგადოებას – “ამაზეც ბოღმა ხალხო”?

“შენთან სექსი მაგარია” კლიპის მსახიობი იმედა ვახტანგიშვილი სოციალურ ქსელში იმ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც მისი და ხატია წერეთლის სამოგზაუროდ წასვლას მოჰყვა.
“ადამიანს ცხოვრებაში რაც რჩება მოგზაურობაა, სამოგზაუროდ წავედით და ამაზეც ბოღმა ხალხო? ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს”, – წერს ვახტანგაშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები