„ერთმა სტრიქონმა – “ანგარიშზე თანხაა, გამოიყენეთ”, ჩემთვის სრული ფსიქოლოგიური სურათი დახატა….”

ფეისბუქმომხმარებელი, გიორგი პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ადვოკატი სრული სერიოზულობით ამბობს, რა წერილი, პატარა ჩანაწერებია, ისიც არ წერია, ვის მიმარ დაიწერაო. არადა, ამ ერთმა სტრიქონმა ,”ანგარიშზე თანხაა, გამოიყენეთ”, ჩემთვის სრული ფსიქოლოგიური სურათი დახატა არა მხოლოდ ამ გოგონასი, არამედ – ოჯახისა და, წარმოიდგინეთ, ადვოკატისაც (იმის მიხედვით, როგორ შეხედა მან ამ წერილს).

არასოდეს ჩავერევი ასეთ საქმეში, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ როგორც ჟურნალისტი და როგორც მრავალი სიუჟეტის შემქმნელი, თუნდაც, როგორც მკითხველი, შეძრწუნებული ვარ ამ ერთი სტრიქონით.

ამ ერთი სტრიქონის უკან მთელი ცხოვრება დგას. იგი თამამად გამოდგება გენიალური რომანის თუ კინონაწარმოების საფუძვლად. უკვე ის ფაქტი, რომ ეს სტრიქონი არაფერს ეუბნება ადვოკატს, საკმარისია იმისათვის, რომ ის ამ პროფესიისთვის უვარგისია”.

კომენტარები

სხვა სიახლეები