“ერთმა “გრუზინმა” ცოლად მოყვანილ ქალიშვილს, პირველ ღამეს სახეში თხლიშა, რა ბოზივით მკოცნიო”

მე ქალიშვილობის წინააღმდეგი არ ვარ. არა ძვირფასებო, ჩაკირული ტვინების წინააღმდეგი ვარ! ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოცილაურ ქსელში წერს.
“ყველა ქართველი უცოლო სპორტსმენი მამაკაცი ცოლად რომ მხოლოდ ქალიშვილს მოყვანას აპირებს, თვითონ თუ შეინახეს ვაჟიშვილობა და უმანკოდ უნდა ჩაბარდნენ იმ ქალიშვილს?
ვიცი ისეთი „სლე გრუზინი“ ცოლად მოყვანილ ქალიშვილს, პირველ ღამეს სახეში რომ თხლიშა, რა ბოზივით მკოცნიო?!
ღმერთმა აცხონოს ლია ელიავა და ბელა მირიანაშვილი. მათი ბედნიერი და ფანტასტიური სიყვარულის ამბავი რომ იცით, ისიც იცოდეთ, რომ ეს მათი მეორე ოჯახი იყო. ასე რომ, მთავარი – სიყვარულია.
იყოს ქალიშვილი, ოღონდ მერე ჟურნალისტებთან ნუ იწვინტლებით ხოლმე, ვერ შევეწყეთო. სიყვარულის გარეშე ეგ რამდენიმე წვეთი სისხლი ვერაფერს გიშველით.
P.S. ახლა საინფორმაციო საიტებმა არ გააქციოთ ჩემი პოსტი თქვენს საიტზე და არ თქვათ, რომ მე ქალიშვილობის წინააღმდეგი ვარ. არა ძვირფასებო, ჩაკირული ტვინების წინააღმდეგი ვარ!” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები