“ერთი კითხვა მაქვს სანდრასთან, რომელსაც არცერთი ჟურნალისტი ჰკითხავთ” – იუნა შაფათავა სანდრა რულოვსზე სოციალურ ქსელში წერს

მიხეილ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსი პოლიტიკაში ჩართვას კიდევ ერთხელ ცდის. ამჯერად, ის ზუგდიდის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.
იუნა შაფათავამ სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის საარჩევნო კლიპი გააზიარა და ვრცელი პოსტი დაწერა.
“სანდრას, როგორც ქალის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. თავისი აგენტის მოვალეობებს ყოველთვის იდეალურად ასრულებდა და შიზოფრენიკს ფონს ულამაზებდა. ყველაფერი გასაგებია, ჯერ კიდევ გაურკვეველია ციხეებიდან ამოჭრილი ნაწლავების საქმე. ჯერ კიდევ მისი ფიქტიური ქმარი გაქცეულია და გაურბის სამართალს. როგორც პაციფისტი და დემოკრატიული ლიბერალი. მე არ ვარ მუდმივი მტრობის მომხრე.  უბრალოდ, ერთი კითხვა მაქვს სანდრასთან, რომელსაც არცერთი ჟურნალისტი ჰკითხავთ, ვიცი: გააზრებული აქვს თუ არა, რომ გამოძიებაშია მისი ქმრის საქმე და მიშას მიუძღვის დანაშაული ასობით ათასობით გაუბედურებულ ქართულ ოჯახთან?

გაფლანგული აქვს სახელმწიფო ქონება, ბიუჯეტი, გრანტები პირადი ინტერესებისთვის? გადამეტებას ძალაუფლებაზე?
კონსტიტუციურ უფლებებზე?
ნამდვილად გააზრებული აქვს.
როგორ აპირებს ნდობის მოპოვებას, თუ მხარს უჭერს, რეალურად, გამოძიებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ფიქტიური ცოლი? თუ აღიარებს წამებას და თვალს ხუჭავს ფაქტებზე? დავიჯერო, ევროპელი ქალი ვერ ხვდება, რამდენი ცინიზმია მის დაპირებებში, როცა საკუთარ ოჯახში ეროვნული მნიშვნელობის, სამშობლოს წინაშე ჩადენილი ქმედებების აღმსრულებელი დამნაშავე მისი ქმარია, რომელიც ყოველთვის წყვილში იყენებდა და ახლაც, ფაქტობრივად, სანდრა გარე მტრების გეგმის ნაწილია?
რამხელა ცინიზმია მისი არჩევნებზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებების დონეზე ჩარევა, როცა, სისხლის სამართლის კანონით, ის გამოძიების ქვეშ მყოფი გაქცეული პირის, გამართული იურიდიული ენით – ეჭვმიტანილის ფიქტიური ცოლი, თანამოაზრე და თანამონაწილეა?
ვეჭვობ, ქართველი ჟურნალისტების ტვინისთვის რთული, შეუსრულებელი ამოცანაა ასეთი კითხვის დასმა.

მე ვეკითხები ხალხს: მიშა სააკაშვილის, სპეკულანტი გაქცეული ეჭვმიტანილის ფიქტიური ცოლი, უნდა იღებდეს საჯარო მოხელის არჩევნებში მონაწილეობას??
ზედმეტი გულჩვილობა ხომ არ მოგდით ფაქტობრივი მკვლელისა და იმდენად მშიშარა კაცისა, რომელმაც ზუსტად იცის – როგორც ვიცით მე და თქვენ – რომ დამნაშავეა და ცდილობს, საუთარი პატიმრობის გადავადებას და, სავარაუდოდ, დამკვეთის ტყვია უფრო სწრაფად დაეწევა, ვიდრე ის მის მიერ ნაღალატებ და გაყიდულ სამშობლოში ჩავა – ზედმეტად დემოკრატიულ, ლიბერალურ იდიოტიზმი ხომ არ მოსდის ჩვენს სახელმწიფო სისტემას, დებილობამდედემოკრატიულ-ლიბერალურადდაკომპლექტებულს მოღალატეებით, რომ ამ ცირკს აქვს ადგილი?
ბოდიში ძლიერი ფრაზირებისთვის. მესმის, რთულია ქართული გაყინული ტვინისთვის ამის გაგება, მაგრამ ტვინი გაანძრიეთ და დაეწიეთ მსოფლიო სამართლიანობის ტენდენციებსა და კლასიკურ სამართალს, გეყოთ ტყუილში არსებობა.
ასე ვერ გაფრინდებით, მგლებო. უკაცრავად, ძმებო”, – წერს იუნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები