ენერგეტიკული სასმელების სმის შედეგად, მასწავლებელს ენა დაულპა (ფოტო)

დენ როიალსმა ავსტრალიიდან თავის „ფეისბუქში“ საკუთარი ენის ფოტო გამოაქვეყნა, რათა გაეფრთხილებინა ის ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებზე არიან „შემჯდარნი“. ავსტრალიელი მასწავლებელი, დენ როიალსი, დღეში 5-6 ქილა ენერგეტიკულ სასმელს სვამდა. ის რეგულარულად იხეხავდა კბილებს, დადიოდა სტომატოლოგთან, მაგრამ ამან ენაზე საშინელი წყლულების გაჩენისგან არ დაიცვა. საქმე ისაა, რომ მისი საყვარელი სასმლის ერთ ქილაში 58 გრამი შაქარია, ამინომჟავები და მცენარეული ექსტრაქტები. ამ ყველაფერს კი ენის სერიოზულად დაზიანება შეუძლია – იუწყება „Mirror Online”-ი. „მე ვეწევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ენერგეტიკული სასმელების გამო მოხდა. აღმოჩნდა, რომ მათში ისეთი ქიმიკატებია, რომლებმაც, პირდაპირ, შემიჭამეს ენა. შეხედეთ ჩემს ენას და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება, მოუვიდეს ჩვენს შინაგან ორგანოებს”, – ამბობს დენ როიალსი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კარიესი შეიძლება, გაჩნდეს pH მჟავისა და შაქრის მაღალი შემცველობის გამო – სწორედ ეს შიგთავსი აქვს ენერგეტიკულ სასმელებს. ამ სასმელისგან დაზარალდა ინგლისელი სტუდენტიც. ის, დაახლოებით, 6 ქილას სვამდა დღეში და წინა კბილების გარეშე დარჩა. კბილები დაულპა და, როდესაც სტუდენტი საჭმელს ჭამდა, ჩამოტეხვა დაიწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები