ემიგრანტმა დედამ საქართველოში შვილის დაკრძალვას ონლაინ უყურა – ერთი ოჯახის ტრაგედია

საქართველოში 18 წლის მორაგბე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, მისი დედა – თინა რობაქიძე საფრანგეთში ემიგრანტია და მას შვილი 10 წლის უნახავი ჰყავდა.

შვილის დაკრძალვას დედამ ონლაინ უყურა, რადგან, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ფრენები აკრძალულია და სამშობლოში ვერ ჩამოვიდა:

„მესენჯერით უყურა შვილის დაკრძალვას, კოშმარია. უყურებდა დედა, როგორ მისდიოდა გული მეორე შვილს, ბესოს დას ძმის დაკრძალვაზე.

გეგმები გვქონდა დაწყობილი და წელს ზაფხულს მოდიოდა საქართველოში. კორონავირუსის გამო, დაბრუნება მომავალი წლისთვის გადავდეთ.

ემიგრანტი დედისთვის ყველაზე დიდი ტკივილია შვილის გარდაცვალება და თან – ამდენი ხნის უნახავის.

ჩვენ, ყველა უძლურნი ვართ სიკვდილის წინაშე, მხოლოდ ამ გაუსაძლის ცხოვრებაში სითბოს თუ გამოვხატავთ ოჯახის მიმართ და ვაგრძნობინოთ, რომ თინიკო მარტო არაა და მის გვერდით დიდი ემიგრაცია დგას სითბოთი და სიყვარულით სავსე.

ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის, სულის ნაწილისთვის სხვა აღარაფერი შემიძლია, მხოლოდ ნუგეშის გარდა”, – ამბობს გარდაცვლილი სპორტსმენის დედის მეგობარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები