ევროპარლამენტში კენჭისყრაზე დეპუტატებს ღილაკები აერიათ

13 ევროპარლამენტარის თქმით, გუშინ, ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივის კენჭისყრის დროს, ღილაკები აერიათ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. გუშინ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების შესახებ მომზადებულ სადავო დოკუმენტს, რომელიც ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვაზე რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს. საავტორო უფლებებზე დოკუმენტს მხარი 348 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 278-მა მისცა. 13 ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ღილაკები აერიათ და მათი დაფიქსირებული ხმების გადახედვა მოითხოვეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები