დღეს საღამოს მთვარე სისხლისფერი გახდება

დღეს, 27 ივლისს, მთვარე სისხლისფერი იქნება. ამ მოვლენას მთავრის დაბნელება ეწოდება და XXI საუკუნეში ყველაზე დიდხანს 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდება.
​საღამოს მთვარეს წითელ-ყავისფერი ფერი იქნება.
მთვარის დაბნელების ამ უნიკალურ მოვლენას, თვალი შეუძლიათ ევროპის ნაწილში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ადევნონ.
მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი დროით 21:00 დან 23:00-მდე მთვარე სრულიად წითელი ფერის იქნება.
ცნობისათვის, ეს ვიზუალურ ეფექტებზეა დამოკიდებული, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზის სხივები ატმოსფეროდან დედამიწას ეცემა და ამავდროულად მთვარემდეც აღწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები