დონალდ ტრამპის შიშველი სკულპტურა 30 000 დოლარი ღირს (ვოდეო)

აშშ-ში, ნიუ ჯერსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, შიშველი დონალდ ტრამპის სკულპტურა 2 მაისს გამოიფინება, რომელიც 30 000 ამერიკული დოლარი ეღირება.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის გაშიშვლებული სკულპტურა ერთადერთი გადარჩენილი ნამუშევარია, იმ 5 სკულპტურიდან, რომლებიც რესპუბლიკელების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში “მოგზაურობდნენ”.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის შიშველი სკულპტურები თიხისგან და სილიკონისგან არის შექმნილი, რომლებიც 2016 წელს, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, კლივლენდში, სან ფრანცისკოსა და სიეტლში გამოიფინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები