დონალდ ტრამპის „მფრინავი თმა“ (ფოტოკოლაჟი)

დონალდ ჯონ ტრამპი, რომელიც გამოირჩევა მისი ქარიზმული და არაპროგნოზირებადი ხასიათით, ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანიას ფლობს. ის მართავს კაზინოებისა და სასტუმროების დიდ ქსელს, არა მხოლოდ აშშ-ში არამედ მსოფლიო სხვა წერტილებშიც.

2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ბრწყინვალების რა მოგახსენოთ, მაგრამ აშშ-ს ყვითელ პრესაში კი მას ხშირად „მფრინავ ტრამპადაც“ მოიხსენიებენ. მიზეზი მისი თმის უცნაური ვარცხნილობაა. ვარცხნილობის გამო ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აღსანიშნავია, რომ წელს ის აშშ-ში პრეზიდენტადაც იყრის კენჭს, რა შედეგები ექნება ტრამპს, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები