“დიდი მადლობა ყველა მედია საშუალებას გაშუქებისთვის” პირდაპირ ეთერში ჩაჩეხილი ნინო ჩხეიძე პირველ კომენტარს აკეთებს

მომღერალი ნინო ჩხეიძე დღის შოუს პირდაპირ ეთერში კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდა, იმ დროს როდესაც ის პირდაპირ ეთერში უნდა შესულიყო, ფეხი გადაუტრიალდა და დაეცა. მიუხედავად ამ პატარა ინცინდენტისა, ნინო უფრო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადებოდა, მას სიმღერის პრემიერა ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში ასეთი სახის სტატუსი გამოაქვეყნა: “მიუხედავად იმისა, რომ დღე დაიწყო კურიოზული ინციდენტით, საბედნიეროდ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და ყველაფერი კარგად დასრულდა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩემო ერთგულო გულშემატკივრებო, როგორც ყოველთვის დღესაც ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას” – წერს ნინო ჩხეიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები