დიანა ღურწკაიამ რუსეთს ქართველების სახელით ბოდიში მოუხადა

მომღერალმა და რუსული საზოგადოებრივი პალატის წევრმა, დიანა ღურწკაიამ რუსეთს თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს სახელით ბოდიში მოუხადა.

“მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამას ვსტუმრობდი. მინდა გითხრათ იმ კოლოსალურ განხსხვავებაზე, რაც დემონსტრანტებსა და ქვეყნის ძილითად მცხოვრებლებს შორისაა. ქართული ტრადიციების მიხედვით, სტუმრის უპატივცემულობა – ყველაზე დიდი სირცხვილია.

​იქ ყოფნის დროს, ქუჩაში ჩემთან უნივერსიტეტის პედაგოგი მოვიდა და მითხრა, რომ თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის შეგნება, მას თავად სურდა ბოდიშის მოხდა. და მეც, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ვიზიარებ მის აზრს და მსურს ბოდიში მოგიხადოთ ყველა მართლმადიდებელ ძმასა და დას, ვისი ღონისძიებაც ჩაშალეს”, – თქვა ღურწკაიამ.

მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის იცავდა სხვადასხვა ნაციონალობის ადამიანებს და ხელს უწყობდა მათ საკუთარი თავის რეალიზებაში.
“ვიცი, რომ ამ ორ ერს ვერანაირი პოლიტიკა ვერ განაცალკევებს”, – დაამატა მომღერალმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები