დიაკონი ირაკლი ვასაძეზე: სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის იდეებთან ეკლესიის ცენტრალური მმართველობა დგას

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ლევან ვასაძის მიერ სახალხო რაზმების შექმნას გამოეხმაურა

“ახლა მოვუსმინე ლევან ვასაძის გამოსვლას და გაოგნებული ვარ რამდენიმე გარემოების გამო: ერთი, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს; კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლო დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები. მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრესიულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას… ქვეყანაა თუ ბეღელი?!

P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო, როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას”, – განაცხადა დიაკონმა ირაკლიმ.

 

წყარო: ტაბულა

კომენტარები

სხვა სიახლეები