“დედამ სიურპრიზი მოგვიწყო, კოვიდი მოგვიტანა” – თეა სიჭინავა 89 წლის ბებოსთან ერთად იზოლაციაშია

„დედამ სიურპრიზი მოგვიწყო და კორონა მოგვიტანა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, თეა სიჭინავა წერს და ამბობს, რომ 89 წლის ბებოსთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

„საღამო მშვიდობისა!

როგორც კი კოვიდის არსებობა შევიტყვე, პირველივე წამიდან ვცადე, ორი ადამიანი დამეცვა რადაც  უნდა დამჯდომოდა: ბებო, რომელიც 89 წლისაა და დედა. ლამის გამოვკეტე სახლში, ტუსაღებად ვაქციე. ვფიქრობდი, თუ რამე, ალბათ, მე თუ ვიქნები წყარო-მეთქი.

გეგმაც მქონდა, სიცხეს თუ ვიგრძნობ, სახლში აღარ ვაპირებდი მისვლას. ჰოდა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. დედამ სიურპრიზი მოგვიწყო და კორონა მოგვიტანა დღეს. მე და ბებომ დედა ობოლი ბავშვებივით გავაცილეთ სამკურნალოდ, ფანჯრიდან ვადევნებდით თვალს. ჯერჯერობით, მსუბუქი სიმპტომებითაა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება.

მე და ბებოს დიდი გამოწვევა გველის, იზოლაცია და, რაც მთავარია, იქნებ, ავცდეთ კოვიდს.

ჯერ კარგად ვართ, ცოტა მოვიწყინეთ ნონაჩკას გარეშე, მაგრამ გავუძლებთ.

ჯანმრთელობა ყველას“, – წერს თეა სიჭინავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები