“დაუჯერებელია მომხდარი ტრაგედია” – ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ “ასპრიას” თანამშრომლები იყვნენ

გუშინ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე და გენ­რი წახ­ნა­კია ემსხვერპლა. ისინი “ასპრია ფიტ­ნე­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყვნენ.
“ასპრიელებისთვის, დღეს ძალიან მძიმე დღეა . თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჩვენს უსაყვარლეს, სიცოცხლით აღსავსე თანაგუნდელებს თორნიკესა და გენრის იცნობდა, დაუჯერებელია მომხდარი ტრაგედია. ვერ ვიჯერებთ რომ, დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭები, სპორტსმენები,რომლებიც ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრები იყვნენ და ასე დარჩებიან მუდამ.
ასპრია, მთელი გუნდის სახელით, სამძიმარს უცხადებს თორნიკეს და გენრის ოჯახებს”. – ვრცელდება კლუბის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები