დაკრძალვიდან დაბრუნებულ ჭირისუფალს “ჰაშიშიანი” ნამცხვრი აჭამეს

დაკრძალვიდან რესტორანში შეკრებილ სტუმრებს შეცდომით “ჰაშიშით” დამზადებული ნამცხვარი მიართვეს, რასაც მათი სავადმყოფოში გადაყვანა მოჰყვა.
შემთხვევა გერმანიაში მოხდა.
ექსპერტიზის პასუხი მომხდართან დაკავშირებით, ახლახან გახდა ცნობილი, სადაც ნათქვამია, რომ ნამცხვარი ჰაშიშით იყო დამზადებული.
როგორც უცხოური მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რესტორნის მფლობელმა ნამცხვრის მომზადება, რომელიც მას ჭირისუფალმა შეუკვეთა, მის 18 წლის ქალიშვილს დაავალა, გოგონამ კი შეკვეთილ ნამცხვართან ერთად თავისთვის ჰაშიშიანიც დაამზადა, რაც მომსახურე პერსონალს აერია და დაკრძალვიდან რესტორანში მისულ სტუმრებს მიართვეს.
რესტორნის მფლობელთან და მის 18 წლის გოგონასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები