დაიკარგა კანე-კორსო – „მპოვნელი დასაჩუქრდება 1000 ლარით“

ნუცუბიძის მე-4 პლატოდან 3 წლის კანე-კორსო დაიკარგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ძაღლის პატრონი ავრცელებს.

„მპოვნელი დასაჩუქრდება 1000 ლარით. დაიკარგა 28.09.2022 ნუცუბიძის მე-4 პლატოდან.

შავი კანე კორსო-ძუ, 3 წლის, არ არის აგრესიული, ყველასთან მიდის. ყელზე უკეთია ყავისფერი ტყავის ვიწრო ყელსაბამი.

ვერ გაჩერდება ვერსად, გარდა მისი ოჯახისა, დაისტრესება. არ გამოგადგებათ ამ გზით „მოპოვებული” ძაღლი! ნუ დატანჯავთ, თავსაც ნუ დაიტანჯავთ და ჩვენც ნუ გვტანჯავთ. არ შეჭამს, არ დალევს, მოკვდება! ის არის ოჯახის წევრი და როგორც ოჯახის წევრის დაკარგვას განიცდის ადამიანი,ისე განვიცდით და ადგილს ვერ ვპოულობთ.

მადლობა ყველას ვინც შეგვეხმიანა და მოგვაწოდა თუნდაც მცირედი ინფორმაცია. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დარეკოთ 598 800799“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები