დათო ფორჩხიძე „იქს ფაქტორში“ გადადის – ჩაანაცვლებს თუ არა მუსიკოსი რომელიმე მენტორს?

 

მუსიკალური პროექტის „ვოისის“ სამგზის გამარჯვებული მენტორი, მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ტელეკომპანია „იმედიდან“ „რუსთავი 2“-ში, კერძოდ კი პროექტ „იქს ფაქტორში“ გადავიდა. „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში დათო ფორჩხიძემ განაცხადა, რომ დეტალებს პროექტის მესვეურები იტყვიან.

„მეც გავერკვევი ბოლომდე საქმის ვითარებაში. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ პროექტთან ურთიერთობა ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანია. ბევრი კუთხით შემეძლო საკუთარი თავის შეთავაზება პროექტის ხელმძღვანელებისთვის. მე პროფესიონალი არტისტი ვარ. მინდა ხალხმა ნახოს ის, რასაც ვაკეთებ… დათოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და შეეცდება, გააკეთოს ისე მაგრად, როგორც იცის. ჩემს ამპლუაში ვიქნები, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით. წამყვანი, ან კონკურსანტი არ ვიქნები“, – აღნიშნა ფორჩხიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები