დათვმა ჯაკუზში იბანავა და „მარგარიტა“ დალია ( ვიდეო)

კალიფორნიაში დათვი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შეძვრა, მის ჯაკუზში იბანავა და მისივე კოქტეილი „მარგარიტაც“ მიირთვა. მარკ ჰოფის განცხადებით, პარასკევ საღამოს მან ტოტების მტვრევის და ფოთლების შრიალის ხმა გაიგონა, მაგრამ თავიდან ამას ყურადღება არ მიაქცია. როდესაც ხმაური უფრო საგრძნობი გახდა, კარი გამოაღო და გარეთ გაიხედა.
ჰოფმა დაინახა, რომ მისი ეზოს ღობეზე დათვი გადმოდიოდა. მამაკაცი სახლში შებრუნდა, მაგრამ ცოტა ხანში დაინახა, რომ დათვი ეზოს ჯაკუზში იჯდა, თამაშობდა და დროს გადასარევად ატარებდა. სახლის მეპატრონემ გადაწყვიტა, ეს იშვიათი მომენტი კამერაზე დაეფიქსირებინა.
რამდენიმე წუთში, საკმაოდ მოზრდილი დათვი წყლიდან ამოვიდა, მარკის „მარგარიტას“ დაეუფლა და მთლიანად გადასანსლა.
ცოტა ხანში კი, კარგად ნაბანავებმა და გაგრილებულმა სტუმარმა, ტერიტორია დატოვა. ის უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა. ჰოფმა კი, თავისთვის კიდე ორი ახალი „მარგარიტა“ მოიმზადა. მისი თქმით, „ეს პარასკევი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.“

კომენტარები

სხვა სიახლეები