გურამ შეროზია მერსი სულხანიშვილზე – “მთელმა საქართველომ იცის ჩემი ძუძუების ანატომია, შენ ვინ მიგდიხარ”

ბლოგერი გურამ შეროზია, მერსი სულხანიშვილის მიერ სუპერმარკეტში კონსულტატთან დაპირისპირებას ეხმაურება.
“შენ იცი მე ვინ ვარ? – სრულიად საქართველომ იცის ზეპირად ჩემი ძუძუების ანატომია და შენ ვინ მიგდიხარ! შენ მხოლოდ ნიკორაში გიცნობენ და მე მთელ საქართველოს ვყავარ ნაგინები!”(ვააჰ, შოკიდან ვერ გამოვდივარ).

ვერ დავიჯერე, სანამ ვიდეო არ ვნახე. გურანდას მიმართ გაღიზიანებაც კი გადამიფარა და რა არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ ეს ყველაფერი “ნორმალურად” ჩავთვალო. ამიტომ, არ არის საჭირო ყველა “გავაპუპულარულოთ”, ხედავთ როგორ ბოროტად იყენებენ, მოკლედ: ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს და დღეიდან დაივიწყეთ ყველამ მერსი!

კი მქონდა/მაქვს შენთან კარგი ურთიერთობა მერსი-ვ ჩემო, მაგრამ მამაჩემიც რომ ყოფილიყავი, ანალოგიური – უზარმაზარი პროტესტის გრძნობა გამიჩნდებოდა! ჰო, სირცხვილია და თავის მოჭრა და მაინც: რატომ რატომ რატოოომ?!

Edit: მოჭრილია ვიდეოში მანამდე და შემდეგ რა მოხდა, ამიტომ, სანამ გაირკვევა – ჯვარს ნუ აცვამთ და აქვე, გთხოვთ გინებისგან და შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოთ”, – წერს შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები