გუკა რჩეულიშვილი ლელა კილაძეს ციხიდან ლექსს უძღვნის

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი ფეისბუქის გვერდზე ლექს აქვეყნებს, რომელსაც მეუღლეს, ლელა კილაძეს უძღვნის.  “ჩემ ლელას

ნისლიან ღამეს მინდა დავწერო წერილი
ბეტონის ციხიდან!

გაგიზიარო რუხი ამბები
გულის სიღრმიდან;

რეალობაში თურმე ბატონობს კანონი
მერფის,
ბადრაგი მიზღუდავს უფლებას მთვარესთან გადავიღო
სელფი,
რკინის დარაჯმა გამომირთო
გრავიტაცია,
მაინც ვახერხებ მცირე საკანში
ლევიტაციას,
მარტო შენ გეტყვი,
მე ბალიშის ქვეშ მიდევს
ბიბლია,
ახალი ვერსია,
რომელიც ჩემი დაწერილია!
აპოკრიფებში ავტვირთე ჩვენი
სახარება,
მელანის ნაცვლად სისხლი ვიხმარე
სტროფთა საქებათ,
გისოსებს მიღმა უზარმაზარი
ტირიფის ხეა,
ახალ ფსევდონიმს ბუდისტურს ვირჩევ!

მე: მაიტრეას გათენებისას
დავტოვებ ციხეს,
მოვყვები ნიავს,
დაძინებამდე მინდა დატოვო
კარები ღია,
ჩუმად ამოვალ
და შენ მძინარეს მოგეპარები, ჩაგეხუტები
და ვარსვლავებთან გავიპარებით!”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები