გუგული მაღრაძის პასუხი საზოგადოებას დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიად მიიჩნევს.
ამასთან, დეპუტატს წარმოდგენაც არ აქვს, ვინ მოქმდებს მის წინააღმდეგ.
„ძალიან გთხოვთ, რაღაცა სისულელის გამო კომენტარს მთხოვთ? არანაირი სახის კომენტარი არ გამიკეთებია, ეგ არის ტყუილი და სიცრუე, გთხოვთ ნუ ავრცელებთ მაგ ინფორმაციას. დაწერეთ, რომ ვიღაცა ჩემს წინააღმდეგ სისულეებს ავრცელებს. ეგ არის გამოგონილი და ნუ ავრცელებთ მსგავს სისულეებს“, – განუცხადა „კვირა +” -სს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გუგული მაღრაძის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასჯადი უნდა გახდეს გაზების უკონტროლო გამოყოფა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები