გუგული მაღრაძე: “სავაშ ბალდარის” ტიპის მამაკაცები მომწონს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ რუბრიკაში „პირადი ნივთები“ კითხვაზე, რა აკავშირებს მას და თურქ მსახიობ მურად ილდირმს, ჰყვება, რომ ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი სერიალი აქვს ნანახი და ილდირიმი სერიალში „სიყვარული და სასჯელი“ სავაშ ბალდარის როლს ასრულებს.

„მაშინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და ვიწექი მთელი თვე და ამ დროს გადიოდა ეს ფილმი. ჩამოსული იყო და ვუთხარი რომ ერთადერთი შენი სერიალი მაქვს ნანახი-თქო და ფოტოც გადავიღეთ“, – ჰყვება დეპუტატი.

მაღრაძის თქმით, ილდირიმი ეკრანზე უფრო სიმპათიურია. „რა ტიპსაც თამაშობს ისეთი ტიპები მომწონს: თავის თავში დარწმუნებული, რისკიანი, ძლიერი, გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლია და ეს ყველას მოსწონს მგონი“, – ჰყვება გუგული მაღრაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები