„გუგულიმ თავის წონას მიხედოს, სხვადასხვა ადგილებში“ – გია კორკოტაშვილი ჭარბწონიანობაზე

“ქართული მისიის“ ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი, საპრალამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ჭარბწონიანობას ეხება.
„გუგულიმ თავის წონას მიხედოს, სხვადასხვა ადგილებში. მაგას ისეთი სარკე უნდა ვუყიდოთ სადაც გამხადრი გამოჩნდება“,- განაცხადა გია კორკოტაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა.
“ჩვენ უნდა დავიწყოთ, “ობესითის”, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ეს ახლა მთელ მსოფლიოშია აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია. ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში. ვთქვათ, ტკბილეულის ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები