გორში ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც 4 თვე ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

სამართალდამცველებმა გორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდას 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ნონიაშვილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი გორიჯვარის მიმდებარედ ხევში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები