გოლიათი საქართველოდან – ჭაბუკა ჭიღლაძე (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მამაკაცი ქართველია.
“georgian strongman” – უფრო ვრცლად სპორტის ამ სახეობაზე თავად ქართველი გოლიათი გვესაუბრა:
ჭაბუკა ჭიღლაძე;”strongman”- ამერიკაში საკმაოდ ცნობილი სპორტია, უძლიერესი მამაკაცი – ამ სპორტის მრავალი მოძრაობა საკმაოდ ადრე არსებობდა საქართველოში, თუნდაც „საჯილდაო ქვა“. დღეს რასაც სტრონგმენის მსოფლიოს ასპარეზზე ვაკეთებთ, ჩვენი წინაპრები დღესასწაულებზე აკეთებდნენ ძალის და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად.
დღეს ამბობენ, რომ საქართველოში საჯილდაო ქვებს სწევდნენ და ისინი ძლიერები იყვნენ, მაგრამ სპორტის ყველა სახეობა – ჭიდაობა, ძალოსნობა, სამჭიდი განვითარდა, ყველაფერი ტექნიკაზე გადაეწყო, ხოლო სტრონგმენი იმ ბურტალური ძალის ანალოგია, რასაც საჯილდაო ქვა ერქვა.
და საჯილდაო ქვა ეს იმ მრავალი მოძრაობის მაგალითია, რომელსაც ქართველები აკეთებდნენ, ხოლო ამერიკასა და მსოფლიოში ამ მოძრაობების ავტორს სტრონგმენს ეძახიან. საქართველოში სპორტის ეს სახეობა უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა ფედერაციაშია და, სახელის მიუხედავად, ყველა ქვეყანაში ქართველ ათლეტებს ქართველ გოლიათებად იცნობენ.
ზოგადად სპორტის სახეობას მეორენაირად გოლიათების თამაშებს ეძახიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები