გოგონა, რომელმაც “სელფის” გადაღების გამო ღვედი მოიხსნა, დაიღუპა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, 16 წლის კაილი მილსი ავარიისას იმის გამო დაიღუპა, რომ რამდენიმე წუთით ადრე მან უსაფრთხოების ღვედი მოიხსნა, რათა ფოტოები გადაეღო.
ავტოსაგზაო შემთხვევისას მოზარდი ავტომობილიდან გადავარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის დაღუპული დახვდა.
შემთხვევის გამო, გოგოს მშობლები ჩაერთვნენ კამპანიაში, რომელიც მძღოლებსა და მოზარდებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. წყვილი ფიქრობს, რომ ამით სხვების შვილების სიცოცხლეს გადაარჩენენ.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები